მთავარისაქართველო“წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს თანაბარ პირობებში”- DRC-ის ანგარიში

“წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს თანაბარ პირობებში”- DRC-ის ანგარიში

„წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს თანაბარ პირობებში, რაც ეუთოს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. მმართველი პარტია სარგებლობს და უპრეცედენტო რაოდენობით იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს“

”დემოკრატიის კვლევის ცენტრმა” წინასაარჩევნო გარემოზე ანგარიში წარადგინა და იმ მნიშვნელოვან დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა. დოკუმენტში წერია, რომ “ქართულმა ოცნებამ” საკანონმდებლო პროცესი წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენა. საუბარია ამნისტიის შესახებ კანონსა და ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე.

სპიკერების თქმით, მათი მიღების მიზანი წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვება იყო. ავტორებმა სხვა დარღვევებზეც ისაუბრეს.

„საქართველოს მოსახლეობის 18,5% არის სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში, ეს რაოდენობა 47000-ით მეტია გასული წლის რაოდენობაზე და როგორც ვიცით სოციალურად დაუცველ ადამიანს ხელისუფლება ყოველთვის განიხილავს თავისი ამომრჩევლის ყულაბაში და ვიცით, რომ ეს ადამიანები არიან განსაკუთრებით მოწყვლადები, ასევე წელს გასულ წელთან შედარებით 8%ით გაიზარდა საკრებულოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ხელშეკრულებით დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, რაც ასევე წარმოადგენს ჩვენი შეფასებით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას“,- განაცხადა, თამარ ხიდაშელმა, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

კვლევის წარდგენისას ავტორებმა ქვეყანაში განვითარებულ იმ მოვლენებზეც ისაუბრეს, რამაც პირდაპირ თუ ირიბად იქონია გავლენა წინასაარჩევნო გარემოზე.

“ ძალიან მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური კონტექსტი, რაც უშუალოდ წინასაარჩევნო კამპანიამდე არსებობდა. ამიტომ უნდა გამოვყო და ვახსენო ის უპრეცედენტო მასშტაბის ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა მიმდინარე წელს, ეს იყო განსხვავებული, ასეთი სახის , ასეთი ზეწოლა პრაქტიკულად არცერთი არჩევნების წინა არ დაფიქსირებულა საქართველოს ისტორიაში. ამიტომაც იყო ეს განსაკუთრებით გამორჩეული. აქ არის საუბარი, როგორც რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებულ გარემოებებზე, ასევე გენდერული კვოტების გაუქმება უნდა ვახსენო, ასევე კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ და სხვა თანმდევი პროცესები, რომელმაც პირდაპირ თუ ირიბად მოახდინა წინასაარჩევნო გარემოზე გავლენა“- განაცხადა,  „დემოკრატიის კვლევის ცენტრის” დირექტორმა, უჩა ნანუაშვილმა.

ანგარიშში ასევე წარმოდგენილია წინასაარჩევნო დარღვევების სხვა მაგალითებიც.

„პარტიულ ღონისძიებებზე დადიან საჯარო მოხელეები, რომლებსაც ეკრძალებათ მათ შორის აგიტაციაში და პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობა, უშუალოდ სამუშაო საათებში. ჩვენს ანგარიშში განხილული გვაქვს მაგალითები: სოფელ ფარავანში როდესაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა, პარტიულ ღონისძიებას სოფლის საჯარო სკოლის თითქმის ყველა პედაგოგი დაესწრო, ეს იყო იმის მაგალითი რომ აქტიურად ხდება წინასაარჩევნო პერიოდში აღნიშნული ტიპის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და მათ შორის შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე თავად სკოლის მოსწავლეებიც, და ამის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ხობის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, პატარა ფოთში, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სკოლის დირექტორებმა პირდაპირ დაავალეს პედაგოგებს, რომ სასწავლო პროცესი მიეტოვებინათ და დასწრებოდნენ უშუალოდ პარტიულ ღონისძიებას“, – განაცხადა „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“იურისტმა, თათია კონიაშვილი.

დოკუმენტში აღწერილია 27 აგვისტოდან 20 ოქტომბრამდე პერიოდი.  სხვა დარღვევებთან ერთად, დოკუმენტში წერია, რომ წინა წლების მსგავსად, მმართველი პარტია ახლაც აქტიურად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend