საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების” ოფისში ბრიფინგი გამართა.
მისი განცხადებით, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს დაკვირვებისას და შეფასებისას მიკერძოებულად იქცევიან და გარე ძალების მიერ იმართებიან.
მან წარმოადგინა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით შესული საჩივრები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არის დაწერილი.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს საჩივრები სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ სტატუსებს ეხება და რეალურ დარღვევებს არ წარმოადგენს.
მისივე თქმით, სამოქალაქო ორგანიზაციების მიზანს არჩევნების დისკრედიტაცია წარმოადგენს. შალვა პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რუსეთში მოქმედ „აგენტების კანონთან” დაკავშირებით.