კატეგორიები

UNHRC: მსოფლიოში პირველად ლტოლვილთა რიცხვმა 100 მილიონს გადააჭარბა

UNHRC: მსოფლიოში პირველად ლტოლვილთა რიცხვმა 100 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კონფლიქტმა, ძალადობამ, დევნამ და უფლებების შელახვამ 100 მილიონ ადამიანზე მეტი ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულად აქცია.

მონაცემები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატმა დღეს, 23 მაისს გამოაქვეყნა.

2022 წელს უკრაინაში ომმა ლტოლვილად აქცია 6 მილიონზე მეტი და ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულად 8 მილიონი ადამიანი.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ფილიპო გრანდის განცხადებით, 100 მილიონი რეკორდია, რომელიც არასდროს უნდა დამყარებულიყო და ამასთან, ერთდროულად შემაშფოთებელი და გამოსაფხიზლებელი რიცხვიცაა.

დაკავშირებული ამბები
გაეროს სურსათის სააგენტომ დაფინანსების შემცირების შემდეგ აშშ-სგან 800 მილიონი დოლარის გრანტი მიიღო გაეროში აცხადებენ, რომ 2.4 მილიონ ლტოლვილს 2027 წელს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწევს
სხვა ამბები