მთავარისაქართველოსაქართველოს თავდაცვის ძალები 31 წლისაა

საქართველოს თავდაცვის ძალები 31 წლისაა

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. 31 წლის წინ, 30 აპრილს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველად გაიწვიეს წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურში.

31 წლის იუბილე ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე აღინიშნა. საზეიმო ღონისძიება საპატიო ყარაულის მიერ, მარშის თანხლებით, საქართველოს სახელმწიფო დროშისა და თავდაცვის ძალების  დროშის შემოტანით დაიწყო. ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.

თავდაცვის ძალების დღის ოფიციალური ნაწილი სამწყობრო მოედანზე გაიმართა, სადაც  მოწყობილი იყო თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის, სამხედრო სასწავლებლების, ყველა სარდლობისა და ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ რეზერვისტებიც.

პირად შემადგენლობას ქართული ჯარის იუბილე მიულოცეს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძე, ასევე პრემიერმინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.

ღონისძიებაზე გამოფენილი იყო „დელტას“ მიერ წარმოებული ახალი სადაზვერვო მანქანა და სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის განკუთვნილი საბრძოლო მანქანა, ასევე, „დელტას“ მიერ წარმოებული საბრძოლო მანქანები – „დიდგორი მეომარი“, და სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend