მთავარიევროპამოლდოვამოქალაქეები დნესტრისპირეთში ომის დაწყების საშიშროებას ხედავენ და რეგიონს ტოვებენ

მოქალაქეები დნესტრისპირეთში ომის დაწყების საშიშროებას ხედავენ და რეგიონს ტოვებენ

მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში გასულ სამშაბათს აფეთქებების ხმა ისმოდა. ახლა საზღვარზე მანქანების გრძელი რიგია. მოქალაქეები ფიქრობენ, რომ დნესტრისპირეთში სიტუაცია უფრო მეტად გამწვავდება და შესაძლოა ომი დაიწყოს. სანამ ჯერ კიდევ არის დრო, მოსახლეობა რეგიონის დატოვებას ცდილობს.

დნესტრისპირეთში სამხედრო საგუშაგოები მოეწყო და ერთადერთი გასასვლელი ახლა მხოლოდ მოლდოვის გავლითაა. ამავდროულად, მოსკოვი აცხადებს, რომ შეშფოთებულია დნესტრისპირეთში შექმნილი მდგომარეობის გამო.

მოსახლეობა ფიქრობს, რომ რეგიონში ომის საფრთხე არსებობს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მარია ზახაროვას თქმით, ეს  ტერორისტული აქტებია, რომლებიც რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად. რუსულ მხარეს იმედი აქვს, რომ ყველა დეტალი იქნება გამოძიებული. როგორც ზახაროვა ამბობს,  რუსეთი მკაცრად გმობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში დნესტრისპირეთის ჩართვის მცდელობას.

გასულ კვირას რუსეთის არმიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსული ძალების მიზანი სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლის მოპოვებაა, რაც თავისთავად გზას ხსნის დნესტრისპირეთისკენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend