მთავარისაქართველოსაქართველო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ევროპის მე-11 რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს

საქართველო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ევროპის მე-11 რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს

წითელი ჯვრის არსებობის ისტორიაში პირველად, ევროპისა და ცენტრალური აზიის საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს წითელი ჯვარი მასპინძლობს.

კონფერენცია, რომელსაც 50-ზე მეტი ქვეყნის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის წარმომადგენლები დაესწრებიან, 26 აპრილს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მოწვეული სტუმრები შეაჯამებენ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაწეულ სამუშაოს. გარდა ამისა, განიხილავენ მიმდინარე და სამომავლო გამოწვევებსა და მათთან გამკლავების სტრატეგიებს.

კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება სამი ძირითადი საკითხი: მიგრაცია,  COVID-19 და კლიმატის ცვლილებები. კონფერენციაზე ასევე განიხილავენ რეგიონის ყველაზე კრიტიკულ ჰუმანიტარულ კრიზისებთან გამკლავების გზებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend