მთავარიევროპაბულგარეთიმარიუპოლის პორტში ჩარჩენილი ბულგარელი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ

მარიუპოლის პორტში ჩარჩენილი ბულგარელი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ

ბულგარელი მეზღვაურები, რომელთა გემიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში იყო გაჩერებული, 18 აპრილს სამშობლოში დაბრუნდნენ.

მეზღვაურებს ვარნის აეროპორტში, ოჯახის ახლობლების გარდა,  ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კირილ პეტკოვი და საგარეო საქმეთა მინისტრი თეოდორა გენჩოვსკა დახვდნენ.

მარიუპოლის პორტში გადმოსვლის შემდეგ 14 ბულგარელი და 1 უკრაინელი მეზღვაური ავტობუსით ქალაქ სოჭში ჩაიყვანეს, საიდანაც სამთავრობო თვითმფრინავით სამშობლოში დააბრუნეს.

როგორც ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კირილ პეტკოვი აღნიშნავს, ბულგარელი მეზღვაურები ახლა თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და უკვე სამშობლოში თავიანთ ოჯახებთან ერთად არიან. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მეზღვაურებს დაბრუნებაში დაეხმარა.

როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, 5-მა ადამიანმა გემზე დარჩენა გადაწყვიტა, მათ შორისაა კაპიტანი. მეზღვაურებს შორის 2 უკრაინელი და 3 ბულგარელია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend