მთავარისაქართველოსოხუმი სიზმარში დარჩა

სოხუმი სიზმარში დარჩა

საქართველოში კარგად ესმით ომში მყოფი უკრაინელების. განსაკუთრებით კი მათ, ვინც რუსეთის სამხედრო აგრესია საკუთარ თავზე გამოსცადეს, დატოვეს მშობლიური ქალაქები, სახლები. ჩვენი რეპორტაჟის გმირი აფხაზეთიდან თბილისში 1993 წელს იძულებით წამოსული ქალი – ლეილა ახალაიაა, რომელსაც დედაქალაქში ფეხით ჩამოსასვლელად 18 დღე დასჭირდა. მას ყველაზე ხშირად სოხუმი ესიზმრება და დარწმუნებულია, რომ იქ ერთ დღეს აუცილებლად დაბრუნდება.

„სულ მესიზმრება რომ იქ ვარ – ლინდავაში, სოხუმში… ხან ძმის საფლავზე ვარ, ხან სად, ხან სად. სიზმრებში სულ იქ ვარ. საღამოს სამსახურს რომ დავამთავრებდით, „ელბრუში“ დავდიოდით, ქვიშაზე მოდუღებულ ყავას ვსვამდით. ყოველ საღამოს ზღვაზე რომ არ გაგვესეირნა, არ შეიძლებოდა.

27 სექტემბერს, როცა ყველაფერი დამთავრდა და სოხუმი დაეცა, ძმასთან ერთად გამოვემართეთ ჭუბერისკენ. ვაი ამისთანა წამოსვლას. მშივრები მოვდიოდით, საკვები მალე დაგვიმთავრდა. რა უნდა წამოიღო სახლიდან იმდენი, რომ 18 დღე ტყეში გეყოს. საქონლის ფეხის სადგამში დაგროვილი წყალიც კი დაგვილევია.

ჭუბერის გზაზე ყოველ 100 მეტრში მკვდარი გვხვდებოდა. ადამიანები კვდებოდნენ და ოჯახის წევრები იქ ტოვებდნენ, ვერაფრით მოჰყავდათ“ – გვიყვება აფხაზეთიდან დევნილი ლეილა ახალაია.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend