კატეგორიები

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა – ამ ინფორმაციას უკრაინული მედია „უნიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოლაპარაკების პირველი რაუნდი 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

მხარეები შეთანხმდნენ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე, განაცხადა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

მისი თქმით, მხარეებმა გამოავლინეს არაერთი პრიორიტეტული თემა, რომლებზეც გარკვეული გადაწყვეტილებები გამოიკვეთა.

“მომლაპარაკებლები ბრუნდებიან თავიანთ დედაქალაქებში, რათა განიხილონ მოლაპარაკებების შედეგი“,-წერია განცხადებაში.

დაკავშირებული ამბები
ლუკაშენკას მტკიცებით, უკრაინაში რუსეთის ომი, შესაძლოა, „მომდევნო თვეებში დასრულდეს“ ლუკაშენკა ირჩევს მოლაპარაკებებს სახეში „რუსული წესით მუშტების მოქნევის ნაცვლად“
სხვა ამბები