კატეგორიები

უკრაინის მხარდამჭერი აქცია მთავრობის კანცელარიასთან

უკრაინის მხარდამჭერი აქცია მთავრობის კანცელარიასთან

პარლამენტის შენობის წინ უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობამდე მსვლელობით მივიდნენ.

მათ ხელში საქართველოსა და უკრაინის დროშები უჭირავთ, ისმის უკრაინის მხარდასაჭერი შეძახილები.

აქციის მონაწილეებს შორის არიან პარტია ,,გირჩი – მეტი თავისუფლებას” და ,,ევროპული საქართველოს” წევრები.

აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან ,,დროას” და სხვა პოლიტიკური პარტიების წევრები და მხარდამჭერები შეუერთდებიან.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები