კატეგორიები

დიდი შვიდეული – ვლადიმერ პუტინმა ევროპის კონტინენტზე ომი დააბრუნა

დიდი შვიდეული – ვლადიმერ პუტინმა ევროპის კონტინენტზე ომი დააბრუნა

ვლადიმერ პუტინმა ევროპის კონტინენტზე ომი დააბრუნა, მან საკუთარი თავი ისტორიის არასწორ მხარეს დააყენა, – ამის შესახებ დიდი შვიდეულის ლიდერების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს.

„ვგმობთ პრეზიდენტ პუტინს იმის გამო, რომ, ჩვენი მხრიდან არაერთგზის შეთავაზების მიუხედავად, მუდმივად უარს აცხადებს დიპლომატიურ პროცესში ჩაერთოს ევროპული უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად. ჩვენ ერთიანები ვართ პარტნიორებთან, მათ შორის ნატოსთან, ევროკავშირთან და მათ წევრ ქვეყნებთან, ასევე უკრაინასთან და მტკიცედ გავაგრძელებთ იმის გაკეთებას, რაც აუცილებელია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მთლიანობის შესანარჩუნებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დიდი შვიდეულის ლიდერების ვირტუალური შეხვედრა დღეს გაიმართა.

 

დაკავშირებული ამბები
11 ევროპულმა ქვეყანამ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებებთან სავაჭრო სანქციები დააწესა კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები აცხადებენ, რომ სპარსეთის ყურე რეგიონის უსაფრთხოებისთვის მხოლოდ აშშ-ს იმედად არ უნდა იყოს
სხვა ამბები