მთავარისაქართველო„გპასუხობს ექიმი“ - ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროექტი

„გპასუხობს ექიმი“ – ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროექტი

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსში შემავალ 10 სხვადასხვა არხზე, სპეციალურად გადამზადებული ექიმები, მოქალაქეთა შეკითხვებს პირდაპირ ეთერში პასუხობენ

ინფიცირების მიმდინარეობა, იზოლაციისა და კარანტინის ვადები, ვაქცინაცია თუ სხვა – ეს ის საკითხებია, რომლებზეც მოქალაქეებს პროექტის „გპასუხობს ექიმი“-ის ფარგლებში გადამზადებული ექიმები უპასუხებენ.

„გპასუხობს ექიმი“ – ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროექტია. კამპანია რეგიონულ მედიაში მიმდინარეობს. სპეციალურად გადამზადებული ექიმები მოქალაქეთა შეკითხვებს პირდაპირ ეთერში პასუხობენ. პროექტი განკუთვნილია რეგიონსა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის.

„ძალიან აქტიური კომუნიკაციაა ჩვენი მაყურებლების მხრიდან, რომლებსაც, როგორც ჩანს, ძალიან სჭირდებოდათ ეს პროგრამა“, – ამბობს ნათია კუპრაშვილი, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორი.

პროექტი „გპასუხობს ექიმი“ რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსში შემავალ 10 სხვადასხვა არხზე გადის. მათ შორის იმ ენებზეც, რომლებზეც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები საუბრობენ.

„პროექტი ითვალისწინებს მოქალაქეებისთვის კოვიდთან დაკავშირებულ საკითხებზე პირდაპირ ეთერში გასაუბრებას, პროექტი ითვალისწინებს საუბარს ეთნიკური უმცირესობების ენებზეც, რათა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ამ ტიპის ინფორმაცია“, – ამბობს თამარ გაბუნია, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

უკვე ერთი კვირაა, რაც პროექტი „გპასუხობს ექიმი“ ყოველ სამუშაო დღეს რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, პირდაპირ ეთერში გაესაუბრონ ექიმს და კორონავირუსთან დაკავშირებული კითხვები დაუსვან.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend