კატეგორიები

დიდი ბრიტანეთის დედოფალს კოვიდინფექციის მსუბუქი სიმპტომები აქვს

დიდი ბრიტანეთის დედოფალს კოვიდინფექციის მსუბუქი სიმპტომები აქვს

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედი კოვიდინფიცირებულია. ამ ამბავმა საზოგადოების ნაწილის შეშფოთება გამოიწვია. მონარქს, რომელიც სრულად იყო აცრილი, გაციების მსუბუქი ნიშნები აქვს. თუმცა ის მაინც განაგრძობს თავისი უფლება-მოვალეობის შესრულებას.

საზოგადოების წევრებმა, პოლიტიკურმა ლიდერებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და მთავარი ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა კირ სტარ-მერმა დედოფალს გამამხნევებელი შეტყობინებები გაუგზავნეს.

95 წლის დედოფალს ვირუსი გადაედო უფროსი ვაჟისგან, მემკვიდრე ჩარლისგან, რომელსაც კოვიდი გასულ კვირას დაუდასტურდა.

ელისაბედ მეორე ბრიტანეთს ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში მართავს.  6 თებერვალს მისი მმართველობის 70-ე წლისთავი, ე.წ. “პლატინის იუბილე” აღინიშნა.

დაკავშირებული ამბები
კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა დიდი ბრიტანეთი 16 წლამდე მოზარდებს სოციალური მედია პლატფორმებზე წვდომას აუკრძალავს
სხვა ამბები