მთავარიევროპანიდერლანდებინიდერლანდებში კორონავირუსის გამო დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა უქმდება

ნიდერლანდებში კორონავირუსის გამო დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა უქმდება

ნიდერლანდებში კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა შემდეგ კვირას სრულად გაუქმდება, რადგან ინფიცირებულთა და ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.

ბარების, რესტორნებისა და ღამის კლუბების მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. ბევრ ადგილას პირბადეების ტარებაც აღარ იქნება სავალდებულო.

თუმცა, სტუმრებს ვაქცინაციის, COVID-19-ისგან  გამოჯანმრთელების ან  კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა მოეთხოვებათ.

ნიდერლანდების მთავრობამ ევროპაში ყველაზე მკაცრი შეზღუდვები დეკემბერში, “ომიკრონის” შემთხვევების ზრდის შემდეგ, დააწესა.

ბევრი ქვეყანა აუქმებს შეზღუდვებს, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა კვლავ ებრძვის კორონავირუსს და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ჯანმო აღმოსავლეთ ევროპას მიმართავს, რომ მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა, ბოლო ორი კვირაში Covid-19-ის შემთხვევების რაოდენობა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ექვს ქვეყანაში გაორმაგდა. მისი თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო, “ომიკრონის” ტალღა აღმოსავლეთისკენ მიიწევს.

პანდემიის ერთ-ერთი დადებითი მხარე სახლიდან მუშაობა და სამუშაო პრაქტიკის ახლებური ხედვაა. ბელგიელებს ახლა აქვთ უფლება, იმუშაონ კვირაში ოთხი დღე ხელფასის შემცირების გარეშე, ქვეყნის შრომის კანონმდებლობის სამთავრობო გეგმის მიხედვით, ბელგიელები 3 დღე დაისვენებენ.

სლოვენიაში კი ხელფასების 5%-ით შემცირების გამო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების პროტესტი იგეგმება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend