ჰონდურასის ყოფილი პრეზიდენტი ხუან ორლანდო ერნანდესი ხელებსა და ფეხებზე ბორკილდადებული და ჯავშანჟილეტში გამოწყობილი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს.
ერნანდესის დაკავება შეერთებულმა შტატებმა მოითხოვა. აშშ მას ნარკოგადაზიდვასა და იარაღით ვაჭრობას ედავება.
ყოფილი პრეზიდენტი უსაფრთხოების სამინისტრომ გუშინ, 15 თებერვალს დააკავა. მანამდე იგი რამდენიმე დღე ჰყავდათ ალყაში მოქცეული. ერნანდესი თანამდებობის დატოვებიდან სამ კვირაში დააპატიმრეს.
ერნანდესი პრეზიდენტად 2014 წლის 27 იანვარს აირჩიეს. მან ისარგებლა ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მხარდაჭერით და მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით არ იყო გათვალისწინებული, 2017 წელს მეორედ დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა.