მთავარიევროპაბულგარეთინათლისღების დღესასწაული ბულგარეთში

ნათლისღების დღესასწაული ბულგარეთში

მსოფლიო პანდემიის დროსაც კი ბულგარელები თავიანთ ტრადიციას არ ივიწყებენ, ისინი ერთად იკრიბებიან და  ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავენ.

ბულგარეთის პატარა ქალაქ კალოფერში მრავალსაუკუნოვან რიტუალი არსებობს,  ჯვარს ცივ მდინარე ტუნჯაში უშვებენ, თან ტრადიციულ ბულგარულ ცეკვას ასრულებენ – ყინულზე მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ ცეკვა.

ანასტასოვის სახლში სამი თაობის წარმომადგენლები მთელი ღამე ემზადებოდნენ რიტუალისთვის. ლეგენდის თანახმად, ვინც ყინულზე იცეკვებს, მთელი წლის განმავლობაში ჯანმრთელი და ბედნიერი იქნება.

“დაახლოებით 35 წლის წინ ართრიტის დიაგნოზი დამისვეს. 9 წლის ვიყავი, მამამ გამაფრთხილა, არ ჩავსულიყავი მდინარეში. მაგრამ  სწორედ იმ დროს, როცა მამამ ჩემი შეჩერება სცადა, მე უკვე მდინარეში ვიყავი, იმ დღიდან არანაირი სიმპტომი და ტკივილი არ მქონია”, – ყვება მილენ ანასტასოვი.

დღესასწაულის აღნიშვნა ყოველთვის ადვილი არ იყო,  იხსენებს გენჩო, მილენის მამა.

“კომუნისტური რეჟიმი რომ დაიწყო, დევნა დაგვიწყეს. პოლიცია ჩვენს დაჭერას ცდილობდა, სკოლიდან გამოსულებს გვაჩერებდნენ, ეკლესიაში არ გვიშვებდნენ, დოლებს გვიფუჭებდნენ, თუმცა უცბად, ერთ საათში, ახალ ბარაბანს გავაკეთებდით ხოლმე და მდინარეში შევდიოდით”, – იხსენებს გენჩო ანასტასოვი.

Covid-19-ის ახალი ვარიანტი Omicron ახლახან ბულგარეთშიც გამოვლინდა მიუხედავად ამისა, დღესასწაულზე, მხოლოდ მცირე ნაწილი ატარებს ნიღაბს, ისინი დისტანციასა და უსაფრთხოების წესებსაც არ იცავენ.

“რწმენა უფრო ძლიერია, ვიდრე COVID-ის შიში. ყველაფერი გამოსწორდება, მოთმინება და რწმენა არის ის, რაც გვჭირდება ხალხს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი”, – ამბობს მამა დიმიტრი.

ბულგარული ტრადიციების შესრულებას საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა გამოწვევა ახლდა თან. მაგრამ ერთი რამ უდავოა – რაც არ უნდა მოხდეს, ბულგარელები თავიანთი ცეკვით მუდამ ანთებენ ცეცხლს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend