მთავარიმსოფლიო"მაღლა არ აიხედო" - ახალი სატირული ფილმი

“მაღლა არ აიხედო” – ახალი სატირული ფილმი

ამერიკული რეალობის ამსახველი პოლიტიკური სატირა – ასე ახასიათებენ “ნეტფლიქსის” ახალ ფილმს “მაღლა არ აიხედო”, რომელშიც არაერთი ჰოლივუდის ვარსკვლავი თამაშობს. მათ შორის არიან ლეონარდო დი კაპრიო, ჯენიფერ ლოურესნი, კეიტ უინსლეტი, მერილ სტრიპი და ტიმოთი შალამე. ასევე მუსიკოსები არიანა გრანდე და ქიდ ქადი.

ფილმში ასტრონომები აღმოაჩენენ ასტეროიდს, რომელიც დედამიწის მიმართულებით გადაადგილდება. კინოკრიტიკოსების თქმით, ასტეროიდი კორონავირუსის პანდემიისა და კლიმატური ცვლილების ალეგორიაა.

ფილმი ასევე აკრიტიკებს ტრამპის ამერიკას, კაპიტალიზმს, ჰოლივუდსა და მედია საშუალებებს. “მაღლა არ აიხედო” გადაიღო რეჟისორმა ადამ მაკკეიმ, რომლის ბოლო ნამუშევარმა „ვაისმა“ არაერთი ოსკარის ნომინაცია მიიღო.

ახალი ფილმის ნახვა მაყურებელს “ნეტფლიქსის” პლატფორმაზე შეუძლია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend