მთავარისაქართველო„სამართლიანმა არჩევნებმა“ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა

„სამართლიანმა არჩევნებმა“ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე განსაკუთრებით პრობლემური ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტები იყო -ასეთია“სამართლიანი არჩევნების“ შეფასება. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ჟურნალისტების მიმართ ხშირი
იყო ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები, რასაც პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული აგრესიული და მადისკრედიტირებელი განცხადებები ახალისებდა.

ორგანიზაციის  მიერ წარდგენილ ანგარიშში, ასევე ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო გარემო მეტნაკლებად კონკურენტული იყო, თუმცა არათანაბარი. მათი შეფასებით, „ქართული ოცნება“ სარგებლობდა დიდი უპირატესობით ფინანსურ, ადმინისტრაციულ და სხვა ტიპის რესურსებზე წვდომის გამო. „სამართლიან არჩევნებში“ ამბობენ, რომ მძიმე დარღვევებთან დაკავშირებით წარდგენილ საჩივრებს ზედაპირულად განიხილავდნენ, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში, ისე, სასამართლოში.

დღესვე „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2021 წლის სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიში წარადგინა.

„სამართლიან არჩევნებში“ მიაჩნიათ, რომ არჩევნების მეორე ტურზე გამოვლენილ დარღვევებს, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend