კატეგორიები

ხარვეზი აცრის პორტალზე

ხარვეზი აცრის პორტალზე

საქართველოში ვაქცინის მისაღებად დარეგისტრირებას მოქალაქეთა ნაწილი ვერ ახერხებს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ცხელ ხაზზე „ევრონიუს ჯორჯიას“ განუცხადეს, ბოლო ორი დღეა ვებგვერდზე booking.moh.gov.ge ტექნიკური ხარვეზია.

მოქალაქეებს რეგისტრაციის გავლის შემდეგ მისდით მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელშიც წერია, რომ “ჯავშნის რაოდენობა აღემატება ლიმიტს” და ამ მიზეზით ისინი ასაცრელად ვერ დარეგისტრირდებიან. როგორც „ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბრისას მთავრობის ცხელი ხაზის ოპერატორმა განაცხადა, ტექნიკური პრობლემების გამო ისინიც ვერ ახერხებენ მოქალაქეთა დარეგისტრირებას. მათი განმარტებით, ხარვეზი დღეს საღამოს გამოსწორდება.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები