193 500 ევრო 35 დაზარალებულს სახელმწიფომ 3 თვის ვადაში უნდა გადაუხადოს. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის საქმეზე წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, შეკრების და მანიფესტაციის უფლებების მუხლების დარღვევა დაადგინა.
2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისში შეკრებილ ლგბტ თემის წევრებს ათასობით დემონსტრანტი დაუპირისპირდა. მშვიდობიანი აქციის ათობით მონაწილე დაშავდა. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ გაატარა ზომები ლგბტ-დემონსტრანტების დასაცავად, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებული იყო არსებული საფრთხის შესახებ. იურისტების შეფასებით, თემის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება 8 წლის შემდეგაც არ შეცვლილა.
უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართონ. ამჯერად 5 ივლისის საქმეზე, იმ შემთხვევაში თუ მათი თქმით, ეროვნულ ინსტანციებში სამართალი არ დადგინდა.