მთავარისაქართველო"საქართველოს მუსლიმი ქალების ყოფა და უგულებელყოფის პოლიტიკა”

“საქართველოს მუსლიმი ქალების ყოფა და უგულებელყოფის პოლიტიკა”

კვლევის ფარგლებში 37 ქალი გამოიკითხა და თითქმის ყველა მათგანი ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემებსა და ტკივილთან ერთად უწევთ ცხოვრება, რადგან გამოკვლევებისა და მკურნალობის სახსრები არ აქვთ

“საქართველოს მუსლიმი ქალების ყოფა და უგულებელყოფის პოლიტიკა” – ასე ჰქვია კვლევას, რომელიც სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ჩაატარა. აჭარასა და ქვემო ქართლში 37 მუსლიმი ქალი გამოიკითხა.

კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ სიღარიბე, ჯანდაცვასა და განათლებაზე ხელმიუწვდომლობა, პატრიარქალური იერარქიები და სხვა, საქართველოში მუსლიმი ქალებისთვის, უსამართლო გარემოს ქმნის. კვლევის ფარგლებში გამოკითხული ქალების თქმით მათ უწევთ მძიმე ჯანმრთელობის პრობლემებსა და ტკივილთან ერთად ცხოვრება, რადგან  არ აქვთ გამოკვლევისა და მკურნალობის სახსრები.

37 ქალიდან თითქმის ყველა წამლების სიძვირეს ასახელებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას ჯანდაცვის სფეროში. მათთვის ასევე ბარიერს წარმოადგენს ქართული ენის არცოდნა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend