კატეგორიები

„ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები მეტრო „ავლაბრიდან” მსვლელობას მართავენ

„ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები მეტრო „ავლაბრიდან”  მსვლელობას მართავენ

„ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები მეტრო “ავლაბრიდან” ბარათაშვილის დაღმართის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. ადგილზე შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა.

ისინი თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზას გადაკეტავენ. აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ პლაკატები წარწერით: “თავისუფლება მიშას”. „არ მოკლა“.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. ამასთან, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია განმარტავს, დღევანდელი აქტივობა ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალია, რომ საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო და უფრო მწვავდება.

ნიკა მელიამ მსვლელობის დაწყებამდე განაცხადა, ყოველდღიური ბრძოლა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები