მთავარისაქართველოგაეროს ქალთა უფლებების კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველჰყო ხანუმ ჯეირანოვას დაცვა

გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველჰყო ხანუმ ჯეირანოვას დაცვა

„ღირსების სახელით ჩადენილი დანაშაული“ – ასე უწოდა გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტმა 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას საქმეს.

იგი 2014 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

მანამდე კი მას თავს დაესხა ქმრის სამი ნათესავი, რომლებმაც მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მთელ სოფელში ათრიეს და ისე სასტიკად სცემეს, რომ ხანუმ ჯეირანოვამ გონება რამდენჯერმე დაკარგა.

იმ ღამით მან სოფლის გამგებელსა და პოლიციის თანამშრომლებს შველა სთხოვა, რადგან ოჯახის წევრები თავის მოწამვლას აიძულებდნენ.

თუმცა მაშინ არც ნათესავები დაუკავებიათ და არც ქალი გადაუყვანიათ საავადმყოფოში. ერთი ღამით ის ოჯახს გაარიდეს, მაგრამ მეორე დღეს უკვე სახლში დაბრუნდა, შემდეგ კი გარდაცვლილი იპოვეს, ბაღის ფარდულში.

გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ დაიცვა ჯეირანოვა და დაარღვია ვალდებულება მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის შესახებ.

გაეროს კომიტეტს საჩივრით ჯეირანოვას მეუღლემ და შვილებმა მიმართეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend