კატეგორიები

ტოკიოს მეტროში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 17 ადამიანი დაჭრა

ტოკიოს მეტროში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 17 ადამიანი დაჭრა

ტოკიოში მეტროში მყოფი მგზავრები პანიკამ მოიცვა.  ხალხი სხვადასხვა მიმართულებით გარბოდა, როდესაც მათ  ფილმ „ბეტმენის“ პერსონაჟის ჯოკერის კოსტიუმში გამოწყობილი  დანით შეიარაღებული მამაკაცი დაინახეს.  მამაკაცმა მეტროში ხანძარიც გააჩინა.

დაშავებულია 17 ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  დაკავებულია 20 წლამდე ასაკის მამაკაცი.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილს იასამნისფერ-მწვანე კოსტიუმი ეცვა. თავდაპირველად ხალხს ეს ჰელოუინთან დაკავშირებული ხუმრობა ეგონა.

მეტროს სადგურთან ათობით პოლიციელი და მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული.

იაპონიაში ძალადობრივი დანაშუალი იშვიათად ხდება, თუმცა 2021 წლის აგვისტოს 9 ადამიანი დაშავდა მატარებელში მომხდარი თავდასხმის დროს. დამნაშავე მიიმალა, თუმცა მოგვიანებით თავად ჩაბარდა პოლიციას.

Related news
პატარა მაიმუნი პანჩის დიდი ისტორია პრემიერ ტაკაიჩის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა
სხვა ამბები