მთავარიგადაცემებიNextბლოკჩეინის ტექნოლოგია, ხელოვნება, ბიზნესი და მაიამი

ბლოკჩეინის ტექნოლოგია, ხელოვნება, ბიზნესი და მაიამი

ავტორი და ფუტურისტი ტომ გუდვინი მაიამში ჩავიდა, რომ გაეგო, რა ხდება, როდესაც ხელოვნების სამყაროში შედის ახალი ტექნოლოგიები, როგორებიცაა მაღალი გარჩევადობის ეკრანი და ბლოკჩეინის ტექნოლოგია.

მაიამში ტომი მარკ ბილინგსს შეხვდა, რომელიც კომპანია Blackdove-ს დამფუძნებელია.  ეს არის ციფრული ხელოვნების პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იყიდოს ან იქირაოს ნახატი მხატვრებისგან, რომლებიც მსოფლიოს 50 ქვეყანაში ცხოვრობენ. წარმოიდგინეთ, რაღაც  Netflix-ისა და eBay-ის პლატფორმების ნაზავი, ოღონდ ხელოვნებაში.

ტომ გუდვინი, რომელიც ტექნოლოგიებსა და სამყაროში მიმდინარე ცვლილებებზე წერს, იკვლევს დიზაინის, ხელოვნების, ფულისა და მობილურობის საკითხებსა და ამ სფეროებში დაკავებულ ხალხს ხვდება. კვლევის შედეგები წარმოდგენილია „ევრონიუსის“ პროგრამაში „მიღწევა.“

ავტორი: ტომ გუდვინი, ედვარდ კიერნანი, შარლოტ კულენი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend