მთავარისაქართველოინფლაცია, ფასები, ბიუჯეტი - როგორია საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის პროგნოზი

ინფლაცია, ფასები, ბიუჯეტი – როგორია საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის პროგნოზი

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობენ.
დეპუტატების მიერ შედგენილი მომავალი წლის ბიუჯეტის წინასწარი პროექტით ზრდის ნაცვლად 2022 წელს შესაძლოა, შემცირებული ბიუჯეტი გვქონდეს. აღმასრულებელი ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის პროგნოზები ეკონომიკისა და ბიუჯეტის ზრდასთან მიმართებაში შესაძლოა, პოზიტიურ სურვილად დარჩეს.

2021 წლის ბიუჯეტის გეგმა 19 მილიარდ 498 მილიონ 746 800 ლარია. მომდევნო წლის კი – 18 მილიარდ 443 მილიონ 276 000 ლარი. ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია განმართავს, თუ რა ფაქტორებმა განაპირობა ბიუჯეტის კლება.

„ბიუჯეტის დეფიციტი გარე ფაქტორების გარდა იმითაა გამოწვეული, რომ ბიუჯეტში ბიზნესიდან გადასახადების სახით თანხა იმდენი რაოდენობით აღარ შედის, როგორც გასულ წლებში იყო. ბიზნესი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ძირითადი ინდიკატორი, რის გამოც, მომდევნო წელს მნიშნელოვნად ნაკლული ხარჯები გვექნება. მთავრობა ალბათ ეცდება ახალი საგარეო სესხების ხარჯზე გადაფაროს ეს დეფიციტი. სხვა გამოსავალი ჩემი აზრით არ არის“, – აცხადებს შენგელია.

ეკონომიკის სპეციალისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე კი აცხადებს, რომ თითქმის მილიარდ 55 მილიონ ლარზე მეტით კლება ბიუჯეტის დეფიციტს გამოიწვევს, განსაკუთრებით  ხარჯვით ნაწილში.

„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ფინანსური თვალსაზრისით დღეს ჩვენი ქვეყნისთვის არის ბიუჯეტის საკმაოდ მაღალი დეფიციტი, რაც თავის მხრივ გამოწვეულია დიდი საგარეო ვალის აღებით. ახლა ამ ვალების გადახდა ან პროცენტების დაფარვა გვიწევს და სავარაუდოდ, ეს ისევ ახალი სესხების აღებით მოხდება. მეორე ფაქტორი კი თავისთავად პანდემიაა. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას, რაც ამ დეფიციტით იქნება გამოწვეული, მე აპოკალიპტურად არ ვუყურებ. მთავარია, ის იყოს სწორად დაგეგმილი და ხარჯები და შემოსავლები ერთმანეთს შეეესაბამებოდეს“, – ამბობს გიორგი კეპულაძე.

ბიუჯეტის შესაძლო შემცირებასთან ერთად ეკონომიკაზე წეზოლას და ნეგატიურ გავლენას, ინფლაციის ზრდაც ახდენს. საქსტატის მონაცემებით, წლიურ ჭრილში ინფლაცია 14%-ს გადასცდა, რამაც გავლენა იქონია სამომხმარებლო პროდუქტებისა და მომსახურების ფასებზე. დისტრიბუტორთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ პროგნოზი ფასების შენარჩუნების საკითხზე მყიფე ეკონომიკური ვითარების გამო ფაქტობრივად, შეუძლებელია.

„ინფლაციის მაჩვენებელი ნამდვილად კრიტიკულ ზღვარზე არის, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში მე პირადად არ მახსოვს. ფასები იზრდება ყველაფერზე. ამ ბოლო დღეებში გაძვირდა „სახალხო პურიც“. თუმცა, მარტო პური არ არის მთავარი. ზოგადად სამომხმარებლო კალათის ყველა პროდუქტზე ფასები დრამატულადაა გაზრდილი. მოქალაქეების დაბალი შემოსავლებისა და ხელფასების ვერ გაზრდის ფონზე კი, ეს მძიმედ აისახება მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. თუ, ლარის კურსი იქნება სტაბილურად შენარჩუნებული და არ გაგრძელდება ეროვნული ვალუტის დევალვაცია, მაშინ დისტრიბუტორები შევეცდებით მოვახერხოთ, რომ ფასებიც შენარჩუნდეს“, – განაცხადა საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ.

ეკონომისტების პროგნოზი და მოლოდინები არც პოზიტიურია და არც ნეგატიური. მათი თქმით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი სიტუაცია იქნება მსოფლიოში პანდემიის თვალსაზრისით და როგორ გაუმკლავდება საქართველოს მთავრობა როგორც გარე ზეწოლებს, ისე შინაგან ფაქტორებს მაგალითად, ლარის კურსის დევალვაციას.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend