კატეგორიები

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოში ჩამოდის

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოში ჩამოდის

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს ეწვევა, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.

„თავდაცვის მდივანი და მისი გუნდი მომდევნო კვირაში ევროპაში ვიზიტისთვის ემზადებიან. თავდაცვის მდივანი საქართველოს, უკრაინასა და რუმინეთს ეწვევა“,- განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალით დასრულდება.

ჯონ კირბის ვიზიტის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები