კატეგორიები

შარლ მიშელი – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ახლა ქვეყნის ყურადღება დაუბრუნდეს სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებს

შარლ მიშელი – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ახლა ქვეყნის ყურადღება დაუბრუნდეს სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც შარლ მიშელი “ტვიტერზე, წერს, სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია, რომ ახლა ქვეყნის ყურადღება დაუბრუნდეს სიღრმისეულ რეფორმებს.

“ვაფასებ ყველა ქართველს, რომლებმაც არჩევანი გააკეთეს ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში. სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია, რომ ახლა ქვეყნის ყურადღება დაუბრუნდეს სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებს, როგორც ეს გაწერილია 19 აპრილის შეთანხმებაში, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და სასამართლო სფეროში”,- წერს “ტვიტერზე” შარლ მიშელი.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები