მთავარისაქართველოსავალდებულო პროცედურები საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლებისთვის

სავალდებულო პროცედურები საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლებისთვის

ხმის მიცემა ფარულია და არავის შეუძლია იმის დადგენა, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა

თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს 3 497 345 მოქალაქე  64 ქალაქის მერსა და საკრებულოების 2  068 წევრს ირჩევს. მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილია  3 664 საარჩევნო უბანი. თითოეული საუბნო საარჩევნო კომისია 17 წევრისგან შედგება. საარჩევნო პროცესს მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

უბნებზე იქნებიან საარჩევნო სუბიექტებიდან უფლებამოსილიპირებიც. მათ ნებისმიერი დარღვევისა და ხარვეზის შესახებ შეუძლიათ დაუყოვნებლივ დაწერონ საჩივარი, რასაც შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს. იმისთვის, რომ თვითმმართველი ქალაქის მერობის კანდიდატებმა  პირველივე ტურში მოიპოვონ გამარჯვება, მათ ამომრჩეველთა 50 პროცენტზე მეტმა უნდა დაუჭიროს მხარი. საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატებისთვის კი ეს ბარიერი 40 პროცენტია.

ხმის მიცემა ფარულია და არავის შეუძლია იმის დადგენა, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend