კატეგორიები

საგარეო საქმეთა სამინისტრო – უკრაინაში საქართველოს ელჩი არ არის დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში

საგარეო საქმეთა სამინისტრო – უკრაინაში საქართველოს ელჩი არ არის დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში

უკრაინაში საქართველოს ელჩი არ არის დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო უწყებაში განუცხადეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში შეხვედრას გამართავს საელჩოს დიპლომატი.

„უწყებაში შეხევდრას გამართავს საელჩოს დიპლომატი, რომელიც დადგენილი წესის თანახმად გაუცვლის ინფორმაცის უკრაინის მხარეს მიხეილ სააკაშვილი დაკავებასთან დაკავშირებით, რომელიც გახლავთ უკრაინის მოქალაქე”, – აცხადებენ უწყებაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან არის დაკავშირებული.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები