მთავარიევროპავატიკანირომის პაპმა ფრანცისკემ ახალგაზრდა გარემოსდამცველებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა

რომის პაპმა ფრანცისკემ ახალგაზრდა გარემოსდამცველებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა

მილანში კლიმატთან დაკავშირებით ახალგაზრდული ღონისძიება მიმდინარეობს. მის ფარგლებში რომის პაპმა ფრანცისკემ ვიდეომიმართვა ჩაწერა დამსწრე ახალგაზრდა გარემოსდამცველებისთვის. პაპმა ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა მათი საქმიანობისთვის და კლიმატთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

რომის პაპმა ფრანცისკემ ვიდეომიმართვა გააგზავნა კლიმატისადმი მიძღვნილ შეკრებაზე, რომელიც მილანში 3 დღის განმავლობაში იმართებოდა. შეკრებას 400-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყვნენ გრეტა ტუნბერგი და ვანესა ნაკატე. რომის პაპმა ახალგაზრდებს გარემოს დასაცავად გაწეული საქმიანობის გამო მადლობა გადაუხადა.

რომის პაპმა ფრანცისკემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება  პლანეტის დაცვის მნიშვნელობაზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იგი ამ საკითხს განიხილავს.  თუმცა მისი გზავნილი ახლა დიდ გავლენას მოახდენს ღონისძიებაზე დამსწრე  ახალგაზრდებზე, რომლებმაც თავიანთი რეკომენდაცია უნდა გაგზავნონ გაეროს მიერ შოტლანდიაში დაგეგმილ კლიმატისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.

ფრანცისკემ მადლობა გადაუხადა ახალგაზრდა თაობას იმ სამუშაოსთვის, რომელიც მათ კლიმატის საკითხებთან დაკავშირებით გასწიეს. პაპ ფრანცისკესა და კლიმატის აქტივისტებს მთელი მსოფლიოდან მიაჩნიათ, რომ გარემოს დასაცავად  კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი. 2015 წელს ფრანცისკემ მნიშვნელოვანი ენციკლიკაც დაწერა, რომელშიც გარემოს დაცვის საკითხები იყო განხილული. მან წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

ამ დოკუმენტმა კი დიდი გავლენა მოახდინა პარიზის შეთანხმებაზე, რომელსაც იმავე წელს მოაწერეს ხელი. 2019 წელს იგი გრეტა ტუნბერგსაც შეხვდა და მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა. სავარაუდოდ, რომის პაპი ნოემბერში შოტლანდიაში დაგეგმილ კლიმატისადმი მიძღვნილ კონფერენციას პირადად დაესწრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend