მთავარისაქართველოშაპიტო წინანდალში

შაპიტო წინანდალში

რამდენიმე თვე გავიდა ლეგენდარული რეზო გაბრიაძის გარდაცვალებიდან და ფართო საზოგადოებისთვის ჯერ უცნობია, თუ რა იყო მისი ბოლო ნამუშევარი. ბევრისთვის აღმოჩენა იქნება, რომ რეზო გაბრიაძის უკანასკნელი პროექტი წინანდალს უკავშირდება. ეს პროექტი გახლავთ რეზო გაბრიაძის თეატრი „შაპიტო“.

რეზო გაბრიაძემ ვეღარ მოასწრო ამ ახალი თეატრის შექმნა, მაგრამ დაგვიტოვა ამ თეატრის მზა კონცეფცია, ბოლომდე გათვლილი დეტალები და საკუთარი ხელით შესრულებული ესკიზები.
დღეს „შაპიტოზე“ მისი თანამოზრეები საუბრობენ. ისინი, ვისთან ერთადაც მუშაობდა იგი ამ პროექტზე.

“ევრონიუს ჯორჯიას” სტუმრები არიან “წინანდლის ფესტივალის” დირექტორი დავით საყვარელიძე და გაბრიაძის თეატრის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, რეჟისორი ლევან გაბრიაძე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend