კატეგორიები

ზაბიტცერი “ბაიერნში” ითამაშებს

ზაბიტცერი “ბაიერნში” ითამაშებს

“ბაიერნ მიუნხენმა” მარსელ ზაბიტცერი გაიფორმა. ავსტრიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ “რეკორდმაისტერმა” “ლაიპციგს” 15 მილიონი ევრო გადაუხადა.

ზაბიტცერმა გერმანიის ჩემპიონთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

27 წლის ფეხბურთელმა “ლაიპციგში” 7 წელი გაატარა, ბოლო ორ სეზონში კი იქ “ბაიერნის” ახალ მწვრთნელთან, იულიან ნაგელსმანთან ერთად მუშაობდა. ზაბიტცერი “ბაიერნისთვის” 18-ნომრიანი მაისურით შეუტევს.

დაკავშირებული ამბები
მასპინძელი კანადის ნაკრები მერვედფინალშია F ჯგუფიდან პლეი ოფში ნიდერლანდების, იაპონიისა და შვედეთის ნაკრებები გავიდნენ
სხვა ამბები