კატეგორიები

ქაბულის აეროპორტში სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა

ქაბულის აეროპორტში სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა

ქაბულის აეროპორტში, სადაც ასობით ადამიანი ქვეყნის დატოვების მიზნით თვითმფრინავებში ძალით ასვლას ცდილობდა, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე თქმით, გაურკვეველია, აღნიშნული პირები აეროპორტში შექმნილი ჭყლეტისგან დაიღუპნენ, თუ ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული გასროლის შედეგად.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აეროპორტში მყოფმა ამერიკელმა ჯარისკაცებმა ხალხის ნაკადის გასაფანტად ჰაერში გაისროლეს.

დაკავშირებული ამბები
პაკისტანმა ავღანეთზე იერიშები მიიტანა ავღანეთში მიწისძვრას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა და 300-ზე მეტი დაშავდა
სხვა ამბები