მთავარისაქართველორა ტიპის მოწმობაა საჭირო ვაქცინაციის სტატუსის დასადასტურებლად

რა ტიპის მოწმობაა საჭირო ვაქცინაციის სტატუსის დასადასტურებლად

კორონავირუსის პანდემიამ ქვეყნებს შორის მოგზაურობა განსაკუთრებით რთული გახადა, რა მიზნითაც არ უნდა იყოს ის. კარანტინი, კოვიდპასპორტები, ვაქცინაციის სერტიფიკატები, ტესტები, ახლა მოქალაქეებს ბევრად მეტი ფაქტორის გათვალისწინება უწევთ, ვიდრე აქამდე.

ერთი მეთოდი, რომელმაც, შესაძლოა, საზღვრის კვეთა ასე თუ ისე გაამარტივოს იმუნიზაციის პასპორტი ან ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობაა. ეს მეთოდი უკვე დანერგა ევროკავშირმა მწვანე ციფრული სერტიფიკატების სახით. ევროკავშირის სერტიფიკატი არის მოწმობა იმისა, რომ მისი მფლობელი ან ვაქცინირებულია, ან დაავადებისადმი ბუნებრივად აქვს გამომუშავებული იმუნიტეტი, ან რომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული აქვს PCR ტესტირება და მიღებული აქვს უარყოფითი პასუხი.

ამგვარი სისტემის დანერგვას განიხილავენ სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოშიც. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კოვიდპასპორტების შექმნაზე მუშაობენ, თუმცა ჯერჯერობით ეს პროცესი დასრულებული არ არის და დეტალებიც უცნობია.

საზღვრის კვეთას ისიც ართულებს, რომ ქვეყნებს მოგზაურების მიმართ ინდივიდუალური მოთხოვნები და პირობები აქვთ შემუშავებული.

„გააჩნია რომელ ქვეყანაში მიემგზავრება ტურისტი, მოგეხსენებათ ყველა ქვეყანას აქვს თავისი რეგულაცია და თავისი მოთხოვნა, ტურისტული ქვეყნების ძირითადი ნაწილი ჩაკეტილია და მოგზაურობა შესაძლებელია მხოლოდ იმ პირებისთვის, ვისაც აქვთ დასაქმებისთვის საჭირო დოკუმენტაცია, მაგალითად, დასაქმების მოწვევა. ასევე, ვინც არიან მოსწავლეები, სტუდენტები და ისინი ვისაც აქვთ ბინადრობის მოწმობა. მასიურად გახსნილი საქართველოს მაცხოვრებლებისთვის არის თურქეთი. თურქეთის საზღვარზე შესვლა შესაძლებელია PCR ტესტის უარყოფით პასუხით, ასევე. სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხით. რაც შეეხება უკვე სხვა დოკუმენტაციას სხვა ქვეყნებისთვის, ყველა ქვეყანას აქვს ინდივიდუალური მოთხოვნა“, — აცხადებს „პეგას ტურისტიკ ჯორჯიას“ კომერციული დირექტორი სალომე ბერაია.

დოკუმენტი, რომლის აღებაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ე.წ. კოვიდ ბარათია, რომელიც ადასტურებს, რომ პირს ვაქცინაციის სრული კურსი აქვს ჩატარებული.

მეორე დოზით აცრის შემდეგ მოქალაქეებს ეძლევათ კოვიდბარათი, სადაც დატანილია ინფორმაცია აცრის ორივე დოზის შესახებ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend