მთავარისაქართველო„უდაბნოს პირისპირ“ - ახალი დოკუმენტური ფილმი ჭაჭუნის აღკვეთილის შესახებ

„უდაბნოს პირისპირ“ – ახალი დოკუმენტური ფილმი ჭაჭუნის აღკვეთილის შესახებ

ჭაჭუნის აღკვეთილში მოსახვედრად თბილისიდან სულ რაღაც სამსაათიანი მგზავრობაა საჭირო, თუმცა ადგილზე ჩასვლისას, შესაძლოა, იფიქროთ, რომ უეცრად სულ სხვა კონტინენტზე აღმოჩნდით.

უდაბნოს პირისპირ — ასე ეწოდება დოკუმენტურ ფილმს, რომელზეც ბუნების კონსერვაციის ორგანიზაცია „საბუკო“ და კომპანია „EcoFilms“ ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ფილმში ჭაჭუნის აღკვეთილის ყოველდღიურობა მოთხრობილი, რომელიც ერთდროულად ყველაზე ამაღელვებელიცაა და მშვიდიც.

ჭაჭუნის აღკვეთილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მისი ფართობი 5200 ჰექტარია. აქ არსებული მდიდარი ფლორა ბევრი სახეობისთვის წარმოადგენს სახლს, თუმცა ტერიტორიას საფრთხე ემუქრება. გაუდაბნოება, ჭალის ტყეების შემცირება, დატბორვის არარსებობა, ადგილობრივ სახეობებს საფრთხეს მონოკულტურებიც უქმნის.

გასული საუკუნის 80-იან წლებში აღკვეთილის ტერიტორიაზე დალის წყალსაცავი აშენდა, რათა ივრის წყალი სარწყავად გამოეყენებინათ, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად დალის წყალსაცავს მისი პირვანდელი ფუნქცია არასდროს შეუსრულებია. მიუხედავად ამისა, დალის წყალსაცავს ჭაჭუნის აღკვეთილისთვის ზიანი მოაქვს. ის აკავებს ივრის ფსკერისა და ნაპირებისთვის მნიშვნელოვან საშენ მასალას — შლამსა და ქვიშას.

ფილმის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა დაგეგმილი იყო, თუმცა პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო, საჯარო ჩვენება ვერ გაიმართა. საბუკო გეგმავს, რომ თავდაპირველად ფილმის ჩვენება თავად დედოფლისწყაროს რეგიონში, ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართოს. არსებული გეგმით, ეს მაშინ მოხდება, როდესაც ეპიდემიოლოგიური ვითარება მათ ამის შესაძლებლობას მისცემს. ამის შემდეგ კი ფილმი უკვე ონლაინ პლატფორმებზეც გამოქვეყნდება და ის ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend