მთავარიევროპალიეტუვასაზღვრის გასაკონტროლებლად ევროკავშირი ლიეტუვას 12 მილიონ ევროს გადასცემს

საზღვრის გასაკონტროლებლად ევროკავშირი ლიეტუვას 12 მილიონ ევროს გადასცემს

ლიეტუვის დევნილთა ბანაკში პოლიციამ მიგრანტების მიერ მოწყობილი აქცია წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა.

მიგრანტები გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებდნენ.

წელს ლიეტუვაში ოთხი ათასამდე მიგრანტი დააკავეს. შარშან მათი რიცხვი 81 იყო. მათი უმეტესობა ერაყელია. ისინი ქვეყანაში ბელარუსის გავლით შემოვიდნენ.

ლიეტუველი და ევროპელი ლიდერების განცხადებით, ბელარუსის მთავრობა მიგრანტებს ევროკავშირის საზღვრის გადალახვაში ხელს უწყობს.

ევროკავშირის შინაგან საქმეთა კომისარ ილვა იოჰანსონის ვილნიუსში ვიზიტის დღეს ქვეყნის საზღვარი 287-მა მიგრანტმა გადმოლახა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

„ეს ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ განხორციელებული პროვოკაციაა. ეს არის სრულიად მიუღებელი. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლა აკრძალულია. ლიეტუვა, ევროკავშირი და შენგენის ქვეყნები ამას წინ უნდა აღუდგნენ“,- აცხადებს ევროკავშირის შინაგან საქმეთა კომისარი ილვა იოჰანსონი.

იოჰანსონის განცხადებით, საზღვრის გასაკონტროლებლად ევროკავშირი ლიეტუვას 12 მილიონ ევროს დაუყონებლივ გადასცემს. ივნისში ევროკავშირმა ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. შარშანდელი არჩევნების შემდეგ ლუკაშენკომ პოლიტიკური ოპონენტებისა და აქციის მონაწილეების დევნა დაიწყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend