ლიეტუვის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის განცხადებით, 27 ივლისს დააკავეს 170-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ბელარუსიდან ლიეტუვაში უკანონოდ გადასვლას ცდილობდნენ.
მთლიანობაში მიმდინარე წელს ლიეტუველმა მესაზღვრეებმა დააკავეს 3027 მიგრანტი, რომლებიც არალეგალურად ცდილობდნენ ბელარუსიდან ლიეტუვაში შესვლას. მათი ნახევარზე მეტი ერაყელი აღმოჩნდა, თუმცა იყვნენ ირანის, ავღანეთის, სირიისა და კამერუნის მოქალაქეებიც.
ადგილობრივ მოსახლეობასა და დაკავებულ მიგრანტებს შორის დაძაბულობა იზრდება საზღვრისპირა რეგიონებშიც.
,,მიგრანტები არ გვაძლევენ საშუალებას, ვიცხოვროთ მშვიდობიანად“.
“მათ გადაწყვიტეს, შეჭრილიყვნენ ამ პატარა სოფელში. აქ ადგილობრივებზე უფრო მეტი მიგრანტი იცხოვრებს, ჩვენ გვყავს პატარა ბავშვები, ვინ აიღებს მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას“?
ბელარუსში მიგრანტებისთვის საზღვრის გახსნას ლიეტუვის მიმართულებით ბელარუსის ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან ერთგვარ შურისძიებას უკავშირებენ.
ლიეტუვის მთავრობის წარმომადგენლები ბელარუსის ლიდერს ალექსანდრ ლუკაშენკოს ხშირად აკრიტიკებენ.
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო თანამეგობრობამ და ბალარუსის ოპოზიციამ გაყალბებულად ცნო. რასაც საპროტესტო ტალღა მოჰყვა.