კატეგორიები

ერაყიდან ამერიკული ჯარის გასვლის პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება

ერაყიდან ამერიკული ჯარის გასვლის პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება

ამერიკის შეერთებული შტატების 46 – ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით მისი სახელმწიფოს ჯარები ერაყს წლის ბოლომდე დატოვებენ.

ამერიკელმა ლიდერმა ეს განცხადება თეთრ სახლში ერაყის პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრისას გააკეთა.

ამჟამად ერაყის ტერიტორიაზე 3 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.

ამერიკის შეერთებული შტატების არმია ერაყში 2003 წლიდან იმყოფება, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო კოალიციის ძალისხმევით სადამ ჰუსეინის მმართველობა დასრულდა. ამერიკული ჯარები ავღანეთის ტერიტორიასაც ტოვებენ.

დაკავშირებული ამბები
აშშ-სა და საუდის არაბეთის დარტყმების შედეგად ერაყში პროირანული დაჯგუფებების 20 მებრძოლია მოკლული აფეთქება ერაყში ამერიკულ ბაზასთან, თეირანის გაფრთხილება და ომის პოტენციური სცენარი
სხვა ამბები