კატეგორიები

აშშ და კოალიციური ძალები ერაყს ტოვებენ

აშშ და კოალიციური ძალები ერაყს ტოვებენ
Copyright AP

ერაყის უსაფრთხოების ძალები ქვეყნიდან აშშ-სა და კოალიციური ძალების სამხედრო დანაყოფების საბოლოო გასვლას აღნიშნავენ. 1 ოქტომბერს ქვეყნანა სუვერენიტეტის დღეს იზეიმებს. ბაღდადში გამართულ აღლუზე ვაშინგტონის ხელმძღვანელობით განხორციელებული მრავალწლიანი მისიის ფორმალური დასრულება აღნიშნეს. თეთრი სახლის განცხადებით ყველაფერი 2024 წლის აშშ-ერაყის ერთობლივი შეთანხმების თანახმად ხორციელდება. ახლა თეთრი სახლი ელის, რომ ერაყის უსაფრთხოების ძალები შეინარჩუნებენ ტერორისტულ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოზე  ზეწოლით მიღებულ შედეგს და არ მისცემენ მათ გადაჯგუფების საშუალებას. ასევე თავის წილს უზრუნველყოფენ რეგიონალური უსაფრთხოების  შეარჩუნებაში. დაზვერვისა და სამხედრო ძალთა წვრთნების თვალსაზრისით აშშ ქვეყნის მხარდაჭერას გააგრძელებს.

 

თუმცა ეს საკმარისი არ არის,მოსახლეობის განწყობები საკითხის ირგვლივ არაერთგვაროვანია.ერთი მხრივ, მათ ახარებს უცხო ქვეყნის ძალების სამშობლოდან გასვლა, თუმცა მეორე მხრივ,ეს იმის ნიშანია,რომ საფრთხეებზე პასუხი დამოუკიდებლად მოუწევთ მაშინ,როდესაც ამის საკმარისი რესურსი არ გააჩნიათ.განსაკუთრებით ეს საჰაერო თავდაცვას ეხება.

 

ანვარ ალ-მუსავი - ერაყელი აკადემიკოსი

„რასაც მოქალაქე იმედოვნებს და რაც, ჩემი აზრით, სუვერენიტეტის აღდგენამდე, ამერიკელების ქვეყნიდან გასვლამდე უნდა მომხდარიყო, არის ის, რომ ერაყს საკუთარი საჰაერო სივრცის სრულად კონტროლის შესაძლებლობა ჰქონოდა. დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა, რომელიც ყველამ კარგად იცის, ის არის, რომ არ გაგვაჩნია საკმარისი რადარები. არ გვაქვს სათანადო შესაძლებლობა საჰაერო ობიექტების დროულად აღმოჩენისა და იდენტიფიცირებისთვის და არც ისეთი სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია მოგვეწოდება, რომელიც ჩვენი საჰაერო სივრცის ეფექტურად დასაცავად გვჭირდება.ეს მხოლოდ თვითმფრინავების ყოლისა და ფრენის საკითხი არ არის. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ხარვეზი ამერიკელების გასვლამდე უნდა აღმოფხვრილიყო. ამერიკელები წავიდნენ, მაგრამ ჩვენ კვლავ არ გვაქვს საკუთარი საჰაერო სივრცის სათანადოდ კონტროლის შესაძლებლობა.“

 

რამი აბდულ - ერაყის მოქალაქე

„რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ როგორც ამერიკული, ისე თურქული ძალების ერაყიდან გასვლას, რადგან ეს ერაყს სრულად სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოაყალიბებს - სახელმწიფოდ, რომელსაც საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად აღარ დასჭირდება არც საერთაშორისო ჩარევა და არც უცხო ქვეყნის სამხედრო ძალების ყოფნა.ჩვენ გვყავს საკუთარი უსაფრთხოების ძალები, რომლებიც მზად არიან ტერორიზმთან საბრძოლველად. უსაფრთხოების ძალების ყველა დანაყოფი და სტრუქტურა ერაყში იმყოფება და თავის მოვალეობას ასრულებს. ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება არც თურქული ძალები, რომლებიც ქვეყნის ჩრდილოეთში არიან განლაგებული, და არც ამერიკული ძალები, რომლებიც ანბარის პროვინციაში, აინ ალ-ასადის ბაზასა და სხვა სამხედრო ბაზებზე იმყოფებიან.ჩვენ ისინი არ გვჭირდება. ტერორიზმთან ბრძოლის გამოცდილება ჩვენ უკვე გვაქვს - ჯერ კიდევ 2014 წლიდან, როდესაც დაეშის წინააღმდეგ ბრძოლა დავიწყეთ.“

 

ერბილის საჰაერო ბაზიდან ძალების გაყვანა იმ წარმატებული დასასრულის სიმბოლოა,როლითაც ერაყში ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული დაჯგუფების დამარცხება გახდა შესაძლებელი, რაც 12 წლიანი მუშაობის შედეგია. თავად ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ,რომ ეს „ეროვნული მნიშვნელობის მოვლენაა, რომელიც  ერაყის სუვერენიტეტისკენ მიმავალი გზას ადასტურებს.

„ისლამური სახელმწიფო“ ერაყში 2017 წელს, ხოლო სირიაში 2019 წელს დამარცხდა. თუმცა, კოალიციის ძალები ადგილზე დარჩნენ, რათა დაჯგუფების დარჩენილი სუბიექტებისთვის წინააღმდეგობა ბოლომდე გაეწიათ.

მასობრივი განადგურების იარაღს ფლობისა და 11 სექტემრბის ფონზე საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის  საფრთხეს შექმნის მოტივით ერაყში აშშ-ის ჯარები 23 წლის წინ შევიდნენ, როდესაც კოალიციურ ძალებთან ერთაფ ერაყის მაშინდელი პრეზიდენტი, სადამ ჰუსეინი და მისი რეჟიმი დაამხეს. ამ ომში 4 500 ამერიკელი ჯარისკაცი  და 200 000 სამოქალაქო პირი ემსხვერლ აერაყიდან.

დაკავშირებული ამბები
აშშ და კოალიციური ძალები ერაყს ტოვებენ აშშ-სა და საუდის არაბეთის დარტყმების შედეგად ერაყში პროირანული დაჯგუფებების 20 მებრძოლია მოკლული