კატეგორიები

ვლადიმირ ზელენსკი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

ვლადიმირ ზელენსკი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საოკუპაციო ხაზთან მივიდა.

ზელენსკი ენგურის ხიდზე პირდაპირ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრა.

უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში დაახლოებით ერთი საათის წინ ჩამოფრინდა. მას აეროპორტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და უკრაინაში საქართველოს ელჩი თემურ შარაშენიძე დახვდნენ.

როგორც ცნობილია, ზელენსკი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. კონფერენციის მთავარი თემაა – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმება.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს და მოლდოვის პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთობლივ შეხვედრაში.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები