კატეგორიები

“ვითხოვთ მკაფიო მოქმედებას ხელისუფლებისგან” – კელი დეგნანი ძალადობის აღკვეთაზე

“ვითხოვთ მკაფიო მოქმედებას ხელისუფლებისგან” – კელი დეგნანი ძალადობის აღკვეთაზე

5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე და ხელისუფლების პასუხიმსგებლობაზე ისაუბრა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. მისი თქმით, ნებისმიერი მთავრობის ფუნდამენტური პასუხისმგებლობაა, მოქალაქეებისთვის  უსაფრთხო და დაცული გარემო უზრუნველყოს.

„ძალადობა მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებისგან უნდა იყოს ძალიან მკაფიო, ძლიერი გზავნილი, რომ დადგება შედეგები მათთვის, ვინც აქეზებს ძალადობისკენ, ვინც ძალადობრივად თავს ესხმის მოქალაქეებს, რომლებიც მშვიდობიანად იყენებენ საკუთარ კონსტიტუციურ უფლებებს. ნებისმიერი მთავრობის ფუნდამენტური პასუხისმგებლობაა, მოქალაქეებისთვის უსაფრთხო და დაცული გარემო უზრუნველყოს, რათა მათ გამოიყენონ კონსტიტუციით დაცული უფლებები“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.

 

ალეკო გვეტაძე

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები