რომ შეგეძლოთ დროში მოგზურობა, რომელ დროს აირჩევდით? ბრინაჯოს ხანას? თუ შუა საუკუნეებს? ან იქნებ, მაინც აწმყოს ამჯობინებთ?
„ცივილიზაციათა გზაჯვარედინის მარშრუტი“, რომელიც ბალკანეთის ქვეყნებზე გადის, დროში მოგზაურობის მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ.
სხვა სამოგზაურო მარშრუტებისაგან განსხვავებით, „ცივილიზაციათა გზაჯვარედინის მარშრუტი“ კონცეპტუალურ ტურებს გთავაზობთ, რომლებიც რეგიონის თვითმყოფად ხასიათს წარმოაჩენენ.
ამ ტურებში ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა ხუთ ძირითად თემატურ ტურად ისეა წარმოდგენილი, რომ ტურისტებიც და ადგილობრივებიც მრავალფეროვნებით გამორჩეულ ამ რეგიონს საფუძვლიანად გაეცნონ.
თემატური მარშრუტი „სადაც ყველაფერი დაიწყო“ რეგიონის ანტიკურ ფესვებთან დაგაბრუნებთ. მისი წყალობით, შეგიძლიათ ნახოთ და შეაფასოთ ბრინჯაოს ხანა, ბერძნული, რომაული და ბიზანტიური ეპოქები.
ამ მთაგორიანმა რეგიონმა მთების წყალობით კარგად შემოინახა უძველეს ცივილიზაციათა ნაშთები, ისტორიული ფაქტები 7ლეგენდებთან შეაზავა და თვალწინ ასე გადმოგვიშალა წარსული.
მაია ჰაძისკა ტრენდაფილოვა, რეგიონული თანამშრომლობის საბჭოს პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
„აი, ეს არის ბალკანეთი თქვენთვის – გზაჯვარედინი, ან გნებავთ, ადგილი, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს. ამას აქ ყოველ ნაბიჯზე შეამჩნევთ, თვით საკვებშიც.“
„ბალკანეთის კულტურული რენესანსის“ ტური ძირითადად შუასაუკუნეების დასავლეთ ბალკანეთს წარმოგიდგენთ.
ამ ტურის ტერიტორიაზე, სადაც კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების გავლენა ერთნაირად შესამჩნევია, მრავალი ციხესიმაგრეა გაფანტული, რადგან ეს მხარე რომის იმპერიის დაშლის დროს კონფლიქტური ზონის მეზობლად აღმოჩნდა.
დასავლეთ ბალკანეთში ოსმალეთის იმპერიის დაპყრობის კვალიც იგრძნობა. ამ პერიოდში მარშრუტი „სულთანთა სამფლობელო“ გამოგზაურებთ, რომელიც მნახველებს ოსმალთა არქიტექტურის თვალსაჩინო გავლენის ნიმუშებს აცნობს. ეს გავლენა მკაფიოდ იგრძნობა ამ რეგიონის მუსიკაში, საკვებსა და კულტურაში.
ვისაც დროში მოგზაურობა არ სურს, იმას ტური „ენერგიული დედაქალაქები“ დასავლეთი ბალკანეთის ქვეყნების ექვსი დედაქალაქის თანამედროვე კულტურასთან აზიარებს.
„ცივილიზაციათა გზაჯვარედინის“ მარშრუტები მართლაც რომ სიღრმისუელად წარმოაჩენს დასავლეთ ბალკანეთს.
ავტორი: ევრონიუსი