მთავარისაქართველო5 ივლისის ძალადობის მსხვერპლი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა სახლში გარდაცვლილი იპოვეს

5 ივლისის ძალადობის მსხვერპლი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა სახლში გარდაცვლილი იპოვეს

გარდაიცვალა ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს “სირცხვილიას” ოფისის დარბევისას ძალადობის მსხვერპლი გახდა. ინფორმაციას ადასტურებენ მისი კოლეგები.

გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია – მიმდინარეობს ექსპერტიზა.

ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს ორი პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

პროკურატურის ვერსიით, ისინი ხელებით და ფეხებით, ასევე ბლაგვი საგნებით გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს და ამ გზით შეუშალეს ხელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში. ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად ლექსოს სახის ძვლები ჰქონდა დამსხვრეული და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend