მთავარი საქართველო "ნიუ ჰოსპიტალსი" - გაწერამდე პაციენტს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა

“ნიუ ჰოსპიტალსი” – გაწერამდე პაციენტს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა

პაციენტი 8 ივლისს დამაკმაყოფილებელ ვითარებაში გაეწერა – ამ წუთას შემთხვევას რეგულირების სააგენტო სწავლობს, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, – ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა გიორგი რამიშვილმა გარდაცვლილი „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტის კლინიკიდან გაწერა აბსოლუტურად ყველა სტანდარტის დაცვით მოხდა.

„ვეხმაურებით სამწუხარო ინფორმაციას. პაციენტი ჩვენთან მკურნალობდა 5-დან 8 რიცხვამდე. 8 რიცხვში გაეწერა დამაკმაყოფილებელ ვითარებაში. ჩაუტარდა ყველა საჭირო ჩარევა და მანიპულაცია. ამ წუთას შემთხვევას სწავლობს რეგულირების სააგენტო, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, გავდივართ, ვაანალიზებთ პროცესს და ჩვენი მხრიდან არის სრული თანამშრომლობა, ვაძლევთ ყველა ინფორმაციას.

გაწერას რაც შეეხება, აბსოლუტურად სტანდარტის შესაბამისად მოხდა ყველაფერი, არაფერი მანდ უცნაური არ არის. ასეა სტანდარტი მიღებული და ასე ეწერებიან ასეთი პაციენტები, რაც შეეხება დანარჩენს ეს არის თეორიები, რომლის შესახებაც მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ შეიძლება მსჯელობა. გაწერის წინ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

ნიუ ჰოსპიტალსინიუ ჰოსპიტალსი

Send this to a friend