მთავარი ევროპა საფრანგეთი ვერსალის სასახლის სამეფო სამლოცველოს რესტავრაცია ჩაუტარდა

ვერსალის სასახლის სამეფო სამლოცველოს რესტავრაცია ჩაუტარდა

მრავალწლიანი რესტავრაციის შემდეგ ვერსალის სასახლის სამეფო სამლოცველო დამთვალიერებლებისთვის გაიხსნება.

სამლოცველო მეთვრამეტე საუკუნეში მეფე ლუი მეთოთხმეტეს ზედამხედველობის ქვეშ აიგო.

აღდგენითი სამუშაოების დროს რესტავრაცია ჩაუტარდა ნაგებობის მოოქროვილ სახურავსა და ვიტრაჟებს.

 
„სახურავზე სამასი ათასამდე ოქროს ფირფიტა არის მოთავსებული. დამატებითი ოქროს ფირფიტებია ფანჯრების ჩარჩოებზეც. მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ეს ოქრო აღარ ჩანდა. ახლა კი ეს სახურავი ისე გამოიყურება, როგორც მეფე ლუი მეთოთხმეტეს დროს“, – აცხადებს აღდგენითი სამუშაოების პროექტის მენეჯერი სტეფან მასი.


2019 წელს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ხანძარი სარესტავრაციო სამუშაოების დროს გაუჩნდა. ამიტომაც სამლოცველოს აღდგენითი სამუშაოები ძალიან მკაცრი წესების დაცვით მიმდინარეობდა.

„ვიცი, რომ ეს ბანალურად ჟღერს, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ დამთვალიერებლები დაბრუნდნენ და აღმოაჩინონ ეს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა. დარბაზებში უსაფრთხოების წესები დაცული იქნება“, – ამბობს ვერსალის სასახლის პრეზიდენტი კატერინ პეგარდი.

სამლოცველოს გახსნა მაისის შუა რიცხვებში იგეგმება, სწორედ ამ დროს აპირებს საფრანგეთის ხელისუფლება შეზღუდვების შემსუბუქებას.

უახლესი

სხვა ამბები

ვერსალის სასახლისვერსალის სასახლის