მთავარიმსოფლიოეგვიპტექალაქ ლუქსორის უძველეს ბილიკს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ქალაქ ლუქსორის უძველეს ბილიკს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ეგვიპტეში ისტორიული ბილიკის რეაბილიტაციის დასრულება გრანდიოზული ცერემონიით აღნიშნეს.

უძველესი მარშრუტი, რომელსაც ასევე „სფინქსის გამზირს“, „ვერძის გზასა“ და „ღმერთის ბილიკს“ უწოდებდნენ, ეგვიპტის უძველეს ქალაქ ლუქსორში მდებარეობს.

იგი 3000 წლის წინ აშენდა და კარნაკისა და ლუქსორის ცნობილ ტაძრებს აკავშირებს. ბილიკს გარშემო პედესტალზე აღმართული ვერძებისა და სფინქსების ქანდაკებები ამშვენებდა. მარშრუტს გადიოდნენ პილიგრიმები, რომლებიც ტაძრებში ღმერთების სადიდებლად მიდიოდნენ.

ქალაქი ლუქსორი, რომელსაც ასევე თებეს უწოდებდნენ, მდინარე ნილოსის ნაპირას მდებარეობს. იგი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია.

ბილიკის გახსნის ცერემონიას ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატა ელ-სისიც ესწრებოდა. მას იმედი აქვს, რომ ისტორიული ღირშესანიშნაობების აღდგენით ეგვიპტე უფრო მიმზიდველი გახდება ტურისტებისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend