აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტიანობის ხანგრძლივობისთვის საჭირო იქნება გამაძლიერებელი აცრაც, რომელიც ვაქცინაციიდან ერთი წელში უნდა გაკეთდეს.
“ვაქცინის ეფექტიანობის ხანგრძლივობა მინიმუმ ექვსი თვეა, ვფიქრობ, დაახლოებით ერთ წელიწადში საჭირო იქნება გამაძლიერებელი ვაქცინა. რადგან კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტის ხანგრძლივობა საერთოდ არ არის წითელას მსგავსი”, – განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა.