მთავარი კუბი მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმისას 50-მდე ჟურნალისტი დაშავდა

მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმისას 50-მდე ჟურნალისტი დაშავდა

“თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი “ღირსების მარში” მოძალადე ჯგუფების მასშტაბური აგრესიის გამო გაუქმდა.

ვიდრე “ღირსების მარში” გაუქმდებოდა სასულიერო პირები და ძალადობის გამომხატველი ჯგუფები თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს.

დაშავებულია 47 ჟურნალისტი. რამდენიმე მათგანი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.

მედიის წარმომადგენლების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ხელმძღვანელმა, ნათია კაპანაძემ, ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend