კატეგორიები

ალაბამას შტატში სტიქიის შედეგად 13 ადამიანი გარდაიცვალა

ალაბამას შტატში სტიქიის შედეგად 13 ადამიანი გარდაიცვალა

გასულ უქმეებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ალაბამას შტატში, სტიქიის შედეგად 13 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 9 არასრულწლოვანია.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს 18 მანქანა შეეჯახა. 

რვა არასრულწლოვანი ერთ ფურგონში იყო. კაცი თავის შვილთან ერთად კი სხვა მანქანაში დაიღუპა. ფიქრობენ, რომ ფურგონი სველ გზაზე მოსრიალდა და კონტროლი დაკარგა.

უბედური შემთხვევა ალაბამას და ჯორჯიას შტატებში გაუჩერებელმა წვიმამ გამოიწვია.

კვირას კი შტატებში ძლიერი ქარიშხალი იყო. ქარის გამო წაქცეული ხე სახლს დაეცა, რასაც 24 წლის მამაკაცისა და მისი სამი წლის შვილის გარდაცვალება მოჰყვა.

ამერიკის შეერთებული შტატების გრიგალების ეროვნული ცენტრის პროგნოზით, ორშაბათს ჩრდილოეთ კაროლინაში ტროპიკული შტორმია მოსალოდნელი, შემდეგ კი იგი ატლანტის ოკეანისკენ გადაინაცვლებს.

 



დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპის მიერ კანადურ საქონელზე ტარიფების ამოქმედებას სამი დღით აჩერებს ტრამპის გადაწყვეტილება სამხრეთ კორეასთან ერთობლივი წვრთნების შემცირებაზე ფხენიანის პოზიციას არ ცვლის
სხვა ამბები